logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-მა დაიწყო პროექტი, რომელიც გამოიკვლევს სოციალურ მეცნიერებებში კვლევებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას

serg_n-300x225.jpg
19 მარტი, 2014
 0

serg_nსაქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) პროექტის „საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სოციალური მეცნიერებების სფეროში კვლევის ხელშეწყობის საშუალებების ანალიზი“ ფარგლებში 11 მარტს „თბილისი მერიოტში“ გაიმართა პროექტის პრეზენტაცია. მრგვალ მაგიდას ესწრებოდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების 25-მდე წარმომადგენელი.

პრეზენტაციაზე განხილულ იქნა ის პრობლემები და დაბრკოლებები, რაც პირველადი მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სოციალურ მეცნიერებებში აკადემიური კვლევის მიმართულებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ძირითადი მიზნები, ამოცანები და კვლევის ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც 7 მკვლევარი 6 თვის განმავლობაში მოახდენს პრობელემების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI-G-PAC) ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სოციალური მეცნიერებების მიმართულებით აკადემიური კვლევის არსებული მდგომარეობის შესწავლა, ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება უმაღლესი სასწავლებლების, დონორი ორგანიზაციების, კვლევითი ინსტიტუტებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისათვის.

meko_n

papavan