logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სერგი კაპანაძე სტუმრად გადაცემა "თეორემაში", "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის შესახებ

sergi-kapanadze-1511773902-e1523523444780.jpg
06 აპრილი, 2014
 0

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოგვიცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ჯერჯერობით, არანაირი საფრთხე არ არსებობს. ბატონი ჭიკაიძე მოგვიწოდებს მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი კი საუბრობს რუსეთის მზაობაზე საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციები შეწყდეს.

რუსეთის საფრთხის ნიველირებას ცდილობს პრემიერი ღარიბაშვილიც - თუმცა როგორც ჩანს სულ ტყუილად. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით შესრულებული უახლესი კვლევა მოწმობს, რომ ჩვენი საზოგადოების სამი მეოთხედი რუსეთს ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს.

მოსახლეობის განწყობა უფრო ახლოსაა შეერთებული შტატების კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ როჯერსის სიტყვებთან იმის თაობაზე, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში სამხედრო ტექნიკა შეაქვს და შესაძლოა საქართველოში ინტერვენცია სცადოს ჩვენი ქვეყნის გავლით ირანთან და სომხეთთან სახმელეთო კავშირის უზრუნველყოფის მიზნით.

რამდენად მართებულია ქართული ოცნების რუსული პოლიტიკა, რამდენად ადეკვატურად აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის განზრახვებს და რატომ ვერ არწმუნებს ხელისუფლება ქართველ ხალხს, რომ რუსეთი "ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს" - ამ საკითხების ირგვლივ ვიმსჯელებთ სერგი კაპანაძესთან, ნიკა ვაშაკიძესთან, კახა გოგოლაშვილთან და გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, თეორემას პირველ ნაწილში