logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

შეხვედრა მარნეულში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/07/IMG_8598.jpg
07 ივლისი, 2016
 0

7 ივლისს, “საქართველოს რეფორმების ასოციაციამ”, ჩაატარა რიგით მეორე შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხების შესახებ. შეხვედრა გაიმართა ქ. მარნეულში, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა დიასპორის და ეთნიკური ჯგუფების ორგანიზაციები, ხოლო პოლიტიკური პარტიებიდან წარმოდგენილნი იყვნენ: ერთნიანი ნაციონალური მოძრაობის, ლეობორისტების, თავისუფალი დემოკრატებისა და პაატა ბურჭულაძის პარტიის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრები.

პოლიტიკურმა პარტიებმა წარმოადგინეს საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას/ჩართულობას ეხებოდა. მომდევნო შეხვედრა გაიმართება 11 ივლისს ქ. ახალქალაქში.
შეხვედრა გაიმართა პროექტის: „ეროვნული უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება ადვოკატირებისა და მონიტორინგის უნარ ჩვევებში“- ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.