logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ტრენინგ-კურსი ჟურნალისტებისთვის, ევროკავშირის შესახებ, დასრულდა

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/12/15665811_637693909735375_3008726915741796345_n.jpg
26 დეკემბერი, 2016
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ახორციელებს პროექტს საქართველოში ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით („Promote Knowledge and Awareness of the EU at Grassroots Level in Georgia“), ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა ინტენსიური ტრენინგ-კურსი ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის. ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: ევროკავშირის ისტორია, ევროკავშირის ინსტიტუტები, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკავშირში, ევროპული ღირებულებები და მითები, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და საქართველოში კონფლიქტის მოგვარება, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წამყვანი სპეციალისტები:
ლევან მახაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
ივანე ჩხიკვაძე – ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
სერგი კაპანაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
კახა გოგოლაშვილი – რონდელის ფონდი;
ეკა აკობია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.