Info

პროექტის მთავარი მიზანი და ამოცანაა ევროკავშირის შესახებ ფაქტებისა და ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დისკუსიის გაძლიერება მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოსთვის.

პროექტის ფარგლებში ჩვენ მიზნად ვისახავთ ჩავატაროთ ტრეინინგები, სემინარები და საჯარო შეხვედრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

პროექტი საგანმანათლებლო ხასიათისაა და შედგება ევროკავშირის შესახებ ვიდეო ლექციების, მოსაზრებებისა და პუბლიკაციებისგან.

ტრეინენგები და სემინარები ეხება შემდეგ საკითხებს:

➣ ევროკავშირის ისტორია;
➣ ვროკავშირის ინსტიტუტები;
➣ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკავშირში;
➣ ევროპული ღირებულებები და მითები;
➣ ვროკავშირის საგარეო პოლიტიკა და საქართველოში კონფლიქტის მოგვარება;
➣ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები;
➣ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი (თავისუფალი გადაადგილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის);

ღონისძიებებს უძღვებიან საქართველოში ევროკავშირის შესახებ წამყვანი სპეციალისტები.

პროექტი ხორციელდება ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით, ერასმუს+ -ის ჟან მონეს აქტივობების ფარგლებში.


2