logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ჩვენს შესახებ

პაატა გაფრინდაშვილი 

GRASS-ის დირექტორი

საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი 1994 წელს მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლა გააგრძელა გერმანიაში, ჯორჯ მარშალის ევროპულ ცენტრში უსაფრთხოების განხრით (2000 წელს) და გაერთიანებულ სამეფოში, თავდაცვის სწავლების სამეფო კოლეჯში. 2009-2013 წლებში ის იყო საქართველოს ელჩი ავსტრიაში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ავსტრიაში. მისი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, იგი მონაწილეობდა უამრავ საერთაშორისო მოლაპარაკებაში.


თეა ვახანია 

ფინანსური მენეჯერი

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ფინანსურ მენეჯერად მუშაობს 2013 წლის აპრილიდან. მას ფინანსურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ეკავა სხვადასხვა პოზიცია დევნილთა და განსახლების სამინისტროში – იყო ფინანსური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ასევე საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტი. მუშაობდა ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში. ასევე, იყო ფინანსური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოთვლის, კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. ესწრებოდა უამრავ ტრენინგსა და სემინარს ფინანსური მართვის საკითხებზე.


დავით ქუტიძე

FactCheck-ის რედაქტორი

2011 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მინიჭებული აქვს სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკის სპეციალობით. 2014 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციასა და მედიის კვლევებში. 2014 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი, მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით.

2009-2011 წლებში დავითი მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა ბეჭდურ მედიასაშუალებაში. 2015 წლიდან დღემდე არის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

2014 წელს მონაწილეობდა Deutsche Welle Academie-ს მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო სიმპოზიუმში მედია სამართლის საკითხებზე. გავლილი აქვს ტრენინგ-კურსები საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის, ჟურნალისტური ეთიკისა და უმცირესობების გაშუქების კუთხით. ფლობს ინგლისურ ენას.

2013 წლიდან დავითი არის FactCheck-ის გუნდის წევრი. სხვადასხვა დროს იგი ასრულებდა ანალიტიკოსისა და პროექტის კოორდინატორის მოვალეობებს.

ამჟამად, დავითი არის FactCheck-ის რედაქტორი.


IMG_2894მაია ბაღათურია

მენეჯერი

2014 წლიდან არის საქართველოს რეფორმების ასოციაციის გუნდის წევრი, ტრენინგის მენეჯერის პოზიციაზე. არის GRASS-ის ტრენინგების კოორდინატორი და პროექტ „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკური სტატიების ავტორი. არასამთავრობო სექტორში მუშაობის გარდა, აქვს საჯარო და საგანმანათლებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება. 2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში, ეუთო-ს სამმართველოში. ასევე, 2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე. 2006-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, პროექტების ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

2009 წელს საქართველოს უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი საჯარო მმართველობაში. ასევე, ფლობს ბაკალავრის ხარისხს დასავლეთ ევროპულ ენებსა და ლიტერატურაში. 


IT

ქეთევან მაისურაძე

IT მენეჯერი

2016 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ინფორმატიკასა და მართვის სისტემებში. გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგ-კურსები.

2014-2015 წლებში ქეთი იყო შპს „ბენე ჯგუფის“ IT ინჟინერი, შემდგომში კი შპს „კაიროს ლოჯისტიკის“ IT ინჟინერი. არის კომპანია Developerslab.net-ის ბორდის წევრი.

ამჟამად, ქეთევანი არის FactCheck-ის გუნდის წევრი, IT მენეჯერი.


Mariam Tsitsikashvili

მარიამ წიწიკაშვილი 

პროექტის მენეჯერი

2016 წლიდან ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხს. 2014-2015 წლებში Erasmus Mundus – ის პროგრამის ფარგლებში  სწავლობდა ა. მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2016 წლიდან სწავლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის. სახ. უნივერსიტეტის ევრაზიისა და კავკასიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე. ასევე, მუშაობდა საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტ „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსად. ამჟამად მუშაობს პროექტის მენეჯერისა და უმცროსი მკვლევარის პოზიციაზე.


gogiგოგი ზოიძე 

პროექტის მენეჯერი

2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2016 წელს „ევრაზიისა და კავკასიის კვლევების“ პროგრამის ფარგლებში მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 2013 წელს მონაწილეობა მიიღო სასწავლო გაცვლით პროგრამაში – ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში. 2012-2014 წლებში იყო “აფხაზური და ოსური პრობლემატიკის შემსწავლელი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის” წევრი. არის არასათმავრობო ორგანიზაცია “თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

2015 წელს გოგი იყო ტრენერი პროექტისა – “უცნობი საბჭოთა წარსული”, ამავე წელს ხელმძღვანელობდა პროექტს “უცნობი საბჭოთა ისტორიები”. არის არაერთი ტრენინგის, სამუშაო სემინარის, საჯარო დებატებისა და სტუდენტური კონფერენციის მონაწილე.

ამჟამად, არის  პროექტის მენეჯერი და უმცროსი მკვლევარი საქართველოს რეფორმების ასოციაციაში.


ნათია ღვინჯილია

პროექტის მენეჯერი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში და მაგისტრის ხარისხს ნაციოლალიზმისა და ეთნიკურობის კვლევებში. 2015 წელს პროგრამით სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტში, ჟურნალისტკისა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე.

2011-2012 წლებში მუშაობდა საქრთველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტში; ასევე, OSCE ODIHR-ში მედია მონიტორის თანამდებობაზე.

2014 წლიდან არის საქართველოს რეფორმების ასოციაციის გუნდის წევრი და მუშაობს პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.


ირინა გურგენაშვილი

პროექტის მენეჯერი

2016 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახემწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2016 წლიდან სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე.

2013-2015 წლებში მუშაობდა უნივერსიტეტთან არსებულ აკადემიურ ჟურნალში ,,The Diplomat’’, სადაც ამზადებდა აკადემიურ სტატიებს საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. იყო საინიციატივო ჯგუფის  ,,International Relation Georgia’’-ს წევრი და ორგანიზებას უწევდა კონფერენციებს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ირინას არაერთ კონფერენციასა და ტრენინგ-კურსში აქვს მონაწილეობა მიღებული (მათ შორის, საერთაშორისოშიც). 

ამჟამად, ირინა არის GRASS-ის გუნდის წევრი.