logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ტრენინგი თემაზე: „ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტები“

48230420_1023042187867210_6324169915490107392_o.jpg
11 დეკემბერი, 2018
 0

2018 წლის 6 დეკემბერს, პანკისის ხეობაში, სოფელი დუისის საზოგადოებრივ ცენტრში, „ქალთა საბჭოსთვის“ ჩატარდა ტრენინგი: „ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტები“.

ტრენერმა, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ, ისაუბრა ძალადობის მსხვერპლთა გრძნობებზე, მათ დამოკიდებულებაზე მოძალადის და საზოგადოების მიმართ, მსხვერპლთა შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესებზე და მათ რეაბილიტაციაზე.

ტრენინგი იყო საინტერესო, ინტერაქციული და მრავალფეროვანი დისკუსიებით გაჯერებული.
პროექტის პარტნიორ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF).

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.