19 ნოემბერს GRASS-ის პროექტის "საქართველოში რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ევროკავშირის სასწავლო მოდულის შექმნა" ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ში ჩატარდა ლექცია უვიზო მიმოსვლისა და ევროპული ფასეულობების შესახებ. ლექციას უძღვებოდა GRASS-ის მოწვეული ექსპერტი კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის დეკანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა აკობია.
მადლობას ვუხდით ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ოფისის იმერეთის რეგიონულ ბიუროს მხარდაჭერისთვის.