logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

მარნეულში გაზეთ „ფაქტმეტრის“ პრეზენტაცია გაიმართა

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/09/14445778_1301049879957766_1534152851_n.jpg
21 სექტემბერი, 2016
 0

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაზეთ „ფაქტმეტრის" პრეზენტაცია გაიმართა.

„ფაქტმეტრი" არის ვებგვერდ - www.factcheck.ge -ს ბეჭდური გამოცემა.

ვებგვერდ www.factcheck.ge -ს მსგავსად, გაზეთ „ფაქტმეტრის" მთავარი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და მისთვის ხარისხიანი, საფუძვლიანად გამოკვლეული, ფაქტებზე დაფუძნებული, სანდო ინფორმაციის მიწოდებაა. გაზეთი „ფაქტმეტრი" ეცდება გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს იმ მოქალაქეებს (და არა მხოლოდ), რომლებსაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ინტერნეტზე და შესაბამისად „FactCheck - საქართველოს" ვებგვერდზე ხელი არ მიუწვდებათ. პირველ რიგში, ესენი არიან 40-45 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებიც აქტიურად ადევნებენ თვალს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას.

გაზეთ „ფაქტმეტრის" მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. უკვე დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია, რომლის ფარგლებშიც „FactCheck - საქართველო" 10-მდე ძირითადი პოლიტიკური პარტიის და მათი წევრების განცხადებების ფაქტობრივ სიზუსტეს ადგენს. ასევე, „FactCheck - საქართველო" ცდილობს გადაამოწმოს პოლიტიკოსების მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების რეალურობაც. სწორედ ასეთი სახის ინფორმაცია იქნება გაზეთ „ფაქტმეტრის" ძირითადი პროდუქტი. გაზეთი მკითხველს გადამოწმებულ, ფაქტებით გამყარებულ მსჯელობას მიაწვდის, რაც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული მასშტაბის საკითხების გარდა, „ფაქტმეტრი" მკითხველს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პრობლემების შესახებაც მოუყვება. წინასაარჩევნო პროექტის ფარგლებში, „ფაქტმეტრს" საქართველოს 6 მსხვილ რეგიონში თავისი ანალიტიკოსები ჰყავს, რომლებიც ადგილობრივი პოლიტიკოსების (სხვადასხვა პარტიის წევრები, მაჟორიტარი კანდიდატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები) განცხადებების სიზუსტეს ამოწმებენ. თანამედროვე საქართველოში, სადაც ძირითადი ყურადღება ეროვნული მნიშვნელობისა და დედაქალაქთან დაკავშირებულ საკითხებზეა გადატანილი, გაზეთი „ფაქტმეტრი", რომელიც ლოკალურ პრობლემებს გააშუქებს, მკითხველისთვის კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს. მისი მკითხველები გაიგებენ როგორც უშუალოდ თავიანთი რეგიონის, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

გაზეთი ფაქტმეტრი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

http://kkpress.ge/index.php?do=fullmod%2Fnews&id=3500