logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

პანკისის ხეობის პროდუქციის საშობაო გამოფენა-გაყიდვა თბილისში გაიმართება

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2017/12/irina-gancxadeba.png
13 დეკემბერი, 2017
 0

14 დეკემბერს, შარდენის 19-ში მდებარე გალერეა უმასპინძლებს პანკისელი ქალების მიერ დამზადებული პროდუქტისა და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის ნატურალური პროდუქცია და თექისა და თიხის ნაკეთობები. გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება 17:00 საათზე და გაგრძელდება 22:00 საათამდე, აქვე მოეწყობა ფოტოგამოფენა პანკისის თემაზე.

გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა პროექტის - „ქალთა გაძლიერება პანკისის ხეობაში ცვლილებებისთვის’’ - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ,,კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი’’ (KRDF) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით.

პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში.