logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გაზეთ "ფაქტმეტრის“ პრეზენტაცია ქუთაისში

http://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/08/13989630_10205470688486331_701622677_n.jpg
17 აგვისტო, 2016
 0

"ფაქტმეტრი" ვებგვერდ www.factcheck.ge-ის ბეჭდური გამოცემაა, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაზეთის მიზანია იმ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელთაც მის ელექტონულ ვერსიაზე ხელი არ მიუწვდება.

პრეზენტაციაზე ისაუბრეს "ფაქტჩეკის" ზოგად მიზენბზეც, რომლებიც საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას გულისხმობს.

ზუსტი ინფორმაციის ცოდნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2016 წლის საპარლამენტო აჩევნებისთვის.

"ფაქტჩეკის" ანალიტიკოსთა გუნდი საქართველოს ათამდე ძირითადი პოლიტიკური პარტიის და მათი წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების ფაქტობრივ სიზუსტეს დაადგეს, განაცხადეს პრეზენტაციაზე.

"ფაქტჩეკი ქართულ პოლიტიკაში საზოგადოებას სიმართლის დადგენაში დაეხმარება, იგი მას სწორი და ზუსტი ინფორმაციას მიაწოდებს და პოლიტიკოსთა მხრიდან საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების ზრდას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა "ფაქტჩეკის" წარმომადგენელმა, დავით ლიკლიკაძემ.

როგორც პრეზენტავიაზე აღნიშნეს, გაზეთი ლოკალურ საკითხებსაც გააშუქებს და რეგიონის პრობლემატიკაზეც იმსჯელებს. შესაბამისად, "ფაქტჩეკს" ანალიტიკოსები საქართველოს 6 მსხვილ რეგიონში ჰყავს, მათ შორის, იმერეთშიც.

"ფაქტჩეკი" საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ინოვაციური პროექტია, რომელიც მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.comwww.factcheck.org) შესაბამისად შეიქმნა. პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციებია: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, გერმანიის მარშალის ფონდი, დემოკრატიის მხარდაჭერის ევროპული ფონდი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/4372-quthaisshi-gazeth-faqtmetris-prezentacia-gaimartha