logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

რუსეთი ცდილობს საქართველო შანტაჟის მსხვერპლი გახადოს

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/02/paata.jpg
08 თებერვალი, 2016
 0

,,რუსეთი ცდილობს საქართველო დააშანტაჟოს“ - ასეთია ექსპერტული მოსაზრება საქართველო-გაზპრომის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ,,განსხვავებულ აქცენტებში“ საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ რუსეთს არ სჭირდება სომხეთთან და ირანთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ექსპერტის თქმით, ეს არის რუსეთის მხრიდან შანტაჟის ნაწილი, რომ ,,ჩვენ ამ შანტაჟის მსხვერპლი გაგვხადონ და იმ პირობებზე წაგვიყვანონ რა პირობებზეც რუსეთს უნდა ახალი ხელშეკრულება გააფორმოს საქართველოსთან“.

ცნობილია, რომ ირანული გაზის სოხეთისთვის შეძენა რუსეთს გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე საქართველოს გავლით სომხეთისათვის გაზის ძველი პირობებით მიწოდება.

„იმის ნაცვლად, რომ ჩვენ წინმსწრები ნბიჯები გადაგვედგა და მომზადებულები შევხვედროდით და ვიცოდთ, თუ როგორი არასანდო პარტნიორია რუსეთი, ჩვენი მთავრობა დღესაც მბობს და ეს ენერგეტიკის სამინისტროს პოზიციაცაა, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და ამაში უჩვეულო არაფერია. საერთაშორისო პრაქიკა ისაა, რომ ორი მხარე რასაც მოილაპარაკებს, ეს მისაღები იქნება საერთაშორისო პარტნიორებისათვის, მაგრამ შენი ინტეერსი უნდა დაიცვა შენ ამ ორმხრივ მოლაპარაკებებში “-აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი.

წყარო: Newposts.ge