logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას

17 ნოემბერი, 2016
 0

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას შემდეგი მიმართულებით:

  • პროექტების მენეჯერის ასისტენტი;
  • კომუნიკაციების მენეჯერის ასისტენტი;

GRASS ეძებს დეტალებზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ, პასუხისმგებლობისა და მაღალი მოტივაციის მქონე ახალგაზრდებს.

შერჩევის კრიტერიუმები თითოეული პროგრამისათვის:

  • პროექტების მენეჯერის ასისტენტი

პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც:

  • საფუძვლიანად ფლობენ ინგლისურ ენას (სასურველია კანდიდატმა წარმოადგინოს ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
  • არიან სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებათა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები;

შერჩეულ კანდიდატებს GRASS სთავაზობს:

  • 3 თვიან უფასო სტაჟირებას, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით;
  • სტაჟირების დროს შერჩეული კანდიდატი შეიძენს პროექტების წერის, მართვისა და განხორციელების უნარ-ჩვევებს;
  • ექნება საშუალება იმუშაოს პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად;
  • მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში;

 

  • კომუნიკაციების მენეჯერის ასისტენტი

პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც:

  • საფუძვლიანად ფლობენ ინგლისურ ენას (სასურველია კანდიდატმა წარმოადგინოს ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
  • არიან სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებათა ( ჟურნალისტიკის მიმართულების) PR და მომიჯნავე სპეციალობის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ორგანიზაციის სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდზე ინფორმაციის განახლება/განთავსება;
  • ორგანიზაციის მარკეტინგულ და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში მონაწილეობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე ( სადაც კარგად იქნება დასაბუთებული თქვენი მოტივაცია და ვაკანსიასთან შესაბამისობა, მაქს. 500 სიტყვა) შემდეგ ელ-ფოსტაზე: g.goguadze@grass.org.ge . Subject-ში მიუთითეთ "სტაჟირება" და შესაბამისი პროგრამის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 ნოემბერი. შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას .

გისურვებთ წარმატებას!