პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადება ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.     საქართველოს კონსტიტუცია (მე-7 მუხლი), როგორც საზოგადოებრივი შეთანხმება, ადგენს სახელმწიფოსა და ხალხის ადამიანის უფლებებით შეზღუდვის კონსტიტუციურ პრინციპს. სახელმწიფო ერთი მხრივ ცნობს და მეორე მხრივ ვალდებულია დაიცვას ადამიანის... სრულად წაკითხვა

ეთნიკური უმცირესობის პრობლემები წინასაარჩევნო პროგრამებში ( ვიდეო)

რამდენად იცნობენ პოლიტიკური ძალების ადგილობრივი წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობის პრობლემებს და რა გზებს გვთავაზობენმათ მოსაგვარებლად საარჩევნო პროგრამის მიხედვით – ,,საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ ამჯერად სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის საკითხით დაინტერესდა.

სამცხე-ჯავახეთში სომეხი მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციაზე საქართველოს რეფორმების ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაცია და დაბრკოლებები იყო “საქართველოს რეფორმების ასოციაციაში” გამართული შეხვედრის მთავარი თემა. შეხვედრაზე გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელშიც აქცენტი მოსახლეობის პრობლემებზე იყო გაკეთებული. საქართველოს რეფორმების ასოციაციაში აცხადებენ, რომ სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციის მიზნით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მათი ჩართვა. წყარო: http://1tv.ge/ge/news/view/132662.html 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომეხი მოსახლეობა: სამოქალაქო ინტეგრაცია და დაბრკოლებები

2016 წლის 3 აგვისტოს, “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტის: ” “სამცხე-ჯავახეთის რეგიონში  მცხოვრები ეთნიკური სომეხი მოსახლეობა: სამოქალაქო ინტეგრაციისა და დაბრკოლებების” პრეზენტაცია. პოლიტიკის დოკუმენტი არის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციის დონის განმსაზღვრელი, და იგი თავის მხრივ მოიცავს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ქართულ სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაცია.  განათლება და მასმედია გამოვლინდა ყველაზე რელევანტურ და... სრულად წაკითხვა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ბიომასების ეფექტური გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ბიომასების ეფექტური გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ, პროექტის თანათავმჯდომარე მაია ბითაძემ მიმართა. შეხვედრა ,,ლევან მიქელაძის ფონდის“ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან“ თანამშრომლობით გაიმართა, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, ბიომასების ეფექტური გამოყენების თემაზე სხვადასხვა რეკომენდაციები წარმოადგინეს. პროექტი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA), საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან თანამშრომლობით, Slovak-Aid-ის... სრულად წაკითხვა

...910111213...203040...