პროექტის “საქართველოში რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ევროკავშირის სასწავლო მოდულის შექმნა” სალექციო კურსი დასრულდა

️GRASS-ის პროექტის “საქართველოში რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ევროკავშირის სასწავლო მოდულის შექმნა” დასრულდა ლექციების ციკლი ევროკავშირის შესახებ.სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ბოლო ლექცია ევროკავშირის ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ. ლექციას წარუძღვა კავკასიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი სერგი კაპანაძე.

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, სადაც იგი შედარებების გზით დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში იხსენიებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს და ქალებს.ერთ-ერთ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს:   „საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და... სრულად წაკითხვა

სამოქალაქო პლატფორმაში “არა-ფობიას!” შემავალი ორგანიზაციების განცხადება აფრიკელ სტუდენტებზე თავდასხმის გამოძიების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით 8 აპრილს აფრიკელი სტუდენტების მიმართ, სავარაუდო რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტს. ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიუკერძოებლად მიმდინარეობს გამოძიება, სამართალდამცავი ორგანოები რამდენად ისახავენ მიზანად საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, ხომ არა აქვს ადგილი იმის მცდელობას, რომ მოხდეს სამართლებრივი საკითხების არაფორმალური მოწესრიგება და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების პასუხისმგებლობისაგან არიდება.  როგორც ცნობილია, 8 აპრილს, თბილისში,... სრულად წაკითხვა

ლექცია ევროპული ფასეულობებისა და მითების შესახებ სამცხე-ჯავახეთში

GRASS-ის პროექტის “საქართველოში რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ევროკავშირის სასწავლო მოდულის შექმნა” ფარგლებში ვაგრძელებთ ლექციების კურსს ევროკავშირის შესახებ. 30 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ლექცია ევროპული ფასეულობებისა და მითების შესახებ. ლექციაზე განხილული იყო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და მისი ჩართულობა საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში. შეხვედრას წარუძღვა კავკასიის უნივერსიტეტის, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია. პროექტი ხორციელდება  ერაზმუს + პროგრამის თანადაფინანსებით. http://grass.org.ge/project/saqarthveloshi-regionuli-universitetebisathvis-evrokavshiris-sastsavlo-modulis-da-evrokavshiris-shesakheb-masobrivi-ghia-onlain-kursis-mooc-sheqmna/

სამოქალაქო პლატფორმაში „არა-ფობიას!“ შემავალი ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ლურსმანაშვილის ჰომოფობიურ განცხადებას

უაღრესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლის, კობა ლურსმანაშვილის მიერ ჰოფომობიური განცხადების გაკეთება, რომელიც უფრო მეტად ამწვავებს ბოლო დროს გაძლიერებულ აგრესიასა და აღვივებს სიძულვილს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ.საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა:  “მაგრამ, როგორც მოქალაქე,  მე ვითხოვ, კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი... სრულად წაკითხვა