რუსეთი ცდილობს საქართველო შანტაჟის მსხვერპლი გახადოს

,,რუსეთი ცდილობს საქართველო დააშანტაჟოს“ – ასეთია ექსპერტული მოსაზრება საქართველო-გაზპრომის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ,,განსხვავებულ აქცენტებში“ საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ რუსეთს არ სჭირდება სომხეთთან და ირანთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ექსპერტის თქმით, ეს არის რუსეთის მხრიდან შანტაჟის ნაწილი, რომ ,,ჩვენ ამ შანტაჟის მსხვერპლი გაგვხადონ და იმ პირობებზე წაგვიყვანონ რა პირობებზეც რუსეთს უნდა ახალი ხელშეკრულება... სრულად წაკითხვა

პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია:

4 თებერვალს GRASS – Georgia’s Reforms Associates გამართა პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია: „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების ტენდენციები და ელექტროენერგიის ტარიფები“ და „საქართველოს ფისკალური სისტემის მდგრადობის გამოწვევები“ პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” მიერ „Developing Organizational Capacity of GRASS”-ის პროექტის ფარგლებში „ფონდი ღია საზოგადოების დაფინანსებით“. დოკუმენტების შექმანზე მუშაობდნენ GRASS – Georgia’s Reforms Associates მთავარი ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე... სრულად წაკითხვა

სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ განცხადება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ გამოხატავს უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტისადმი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი მნიშნელოვნად შეზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში და კიდევ უფრო მეტად შეავიწროვებს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას ქვეყანაში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დაუჭირა... სრულად წაკითხვა

სერგი კაპანაძე პოლონეთის შესახებ

კლარიონის კითხვებს პოლონეთის შესახებ საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი, სერგი კაპანაძე პასუხობს. ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკა პოლონეთის „კანონისა და სამართლიანობის” პარტიის მიერ შექმნილი მთავრობა საკონსტიტუციო ტრიბუნალის უფლებების შეზღუდვის გამო. მძაფრი კრიტიკა ისმის მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამოც. რა ხდება პოლონეთის თავს? მე არ მგონია, რომ პოლონეთში რაღაც დრამატული ხდება. რა თქმა უნდა, “კანონის და სამართლიანობის” პარტია ხელისუფლების გამყარებას ცდილობს.... სრულად წაკითხვა

დღეს გაიმართა ევროკავშირის შესახებ ტრეინინგ-კურსის მორიგი შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა ივანე ჩხიკვაძე. ტრეინინგის თემას წარმოადგენდა ვიზალიბერალიზაციის პროცესი.საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ახორციელებს პროექტს „ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე“.პროექტის ერთ-ერთი ეტაპი მოიცავს ევროკავშირის თემატიკაზე ლექციების კურსს ახალგაზრდა ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის. პროექტი ხორციელდება ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით, ერასმუს+ -ის... სრულად წაკითხვა

...10...1920212223...304050...