დისკუსია საქართველოს ევროპის ენერგო თანამეგობრობაში გაწევრიანების თაობაზე

2015 წლის 6 აპრილს, “საქართველოს რეფორმების ასოციაციამ” უმასპინძლა მრგვალი მაგიდის დისკუსიას საქართველოს ევროპის ენერგო თანამეგობრობაში გაწევრიანების თაობაზე. დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევაში ასახული იყო საქართველოს ენერგო თანამეგობრობაში გაწევრიანებით გამოწვეული შედეგების ანალიზი საქართველოს ენერგო სექტორზე. დისკუსიაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, სააქციო საზოგადოება “თელასის” წარმომადგენელი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების... სრულად წაკითხვა

პაატა გაფრინდაშვილი-“საქართველოს დეოკუპაციის საკითხი, უკრაინა და უსაფრთხოების გარანტიები”

“საქართველოს დეოკუპაციის საკითხი, უკრაინა და უსაფრთხოების გარანტიები”. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით “საზოგადოებრივი რადიო მაუწყებლის” რადიოში “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორის მოადგილემ, პაატა გაფრინდაშვილმა ისაუბრა.   http://radio1.ge/media-view/19494

“საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) მთავარი ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო

26 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ბესო ნამჩავაძე, “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ეკონომისტი. მან ილაპარაკა ხელისუფლებისა და ბიზნესის მიერ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ნაბიჯებზე. ბესო ნამჩავაძის აზრით, კრიზისის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე ხელისუფლებას ნაკლებად მკვეთრი გადაწყვეტილებებით შეეძლო ვითარების დასტაბილურება, დღეს მას მეტად მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა უწევს. ნამჩავაძე თვლის, რომ კომერციული ბანკები სხვისი რეკომენდაციის გარეშეც... სრულად წაკითხვა

სერგი კაპანაძე – რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულება, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით აიღო

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი” საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სერგი კაპანაძეს ესაუბრა. – ბატონო სერგი, კარასინ-აბაშიძის შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრების სადავო მონაკვეთებზე, კერძოდ რუსეთ-აფხაზეთს და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ტვირთბურვაზე კონტროლის დაწესება დასახელდა. გვახსოვს, რომ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინაპირობად მოუწია, საქართველოსთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებისათვის, რომლითაც კრემლმა ფაქტობროვად... სრულად წაკითხვა

ელენე ხოშტარია – უკრაინის ელჩის დაბარება განმარტებებისთვის ძალიან უხეში დიპლომატიური ჟესტია

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანათავჯდომარის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ოპონენტისადმი პირადი დამოკიდებულების გამო უკრაინასთან დაპირისპირება ამორალურია. როგორც ხოშტარიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ელჩის დაბარება განმარტებებისთვის ძალიან უხეში დიპლომატიური ჟესტია, რომელიც მტრული სახელმწიფოების მიმართ ხორციელდება ხოლმე.“ამით ჩვენ მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ პიროვნული დამოკიდებულებების გამო, პრაქტიკულად მტრულად ვუდგებით უკრაინას და ეს ხდება იმ სიტუაციაში, როდესაც უკრაინა არის სახელმწიფოებრიობის კრიზისის პერიოდში ჩვენი საერთო... სრულად წაკითხვა

...1020...2627282930...4050...