“ევროატლანტიკური კოალიცია” საქართველოში მიმდინარე რუსულ მედია ფორუმს ეხმიანება

 საქართველო არაერთხელ გამხდარა რუსეთის აგრესიული ნაბიჯების სამიზნე, რომელთა შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი. ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაცია საქართველოში საკუთარი სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად აქტიურად იყენებს “რბილ ძალას”, რაც აგრესიულ მედია პროპაგანდაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების დაფუძნებასა და სხვადასხვა სახის ფორუმების ორგანიზებაში გამოიხატება. ამ აქტივობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება და საქართველოს... სრულად წაკითხვა

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები გურამ კაშიას მიმართ აგორებულ აგრესიის ახალ ტალღას ეხმაურებიან

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობასა და განცხადებებზე, რომლებიც UEFA-ს მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დაჯილდოების დაანონსებას მოჰყვა. ”არა ფობიას!” მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ თემის წევრებს, რომლებიც ცხოვრების ყველა სფეროში უშუალოდ ექვემდებარებიან ჩაგვრას და დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან. პლატფორმა ასევე მხარს უჭერს გურამ კაშიას... სრულად წაკითხვა

გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში

23-24 აგვისტოს, რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისს გერმანიის ფედერალური კანცლერი, ანგელა მერკელი, ეწვევა. ამ ვიზიტს დიდი ხანია ელოდნენ საქართველოს დედაქალაქში, გერმანიის კანცლერი 10 წელია საქართველოში არ ყოფილა. რა გზავნილებით ჩადის ანგელა მერკელი საქართველოში, ამაზე მხოლოდ ფრთხილი ვარაუდები შეიძლება, მაგრამ მისი ვიზიტი, რომელიც ნატო-ს ბუქარესტის სამიტის და 2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავს დროში ოდნავ ცდება, უკვე... სრულად წაკითხვა

ონლაინ კურსი “შესავალი ევროპათმცოდნეობაში”

წარმოგიდგენთ GRASS-ის ონლაინ კურსების პლატფორმას, რომელზეც უკვე შესაძლებელია პირველი კურსის „შესავალი ევროპათმცოდნეობაში“ გავლა.კურსი მოიცავს ლექციებს ევროკავშირის ისტორიის, ევროპული ფასეულობების, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ. თითოეულ ლექციას თან ახლავს ვიდეო გაკვეთილი და საკითხავი მასალა.ონლაინ კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებულ პირისთვის, ვისაც სურს ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიღება. კურსზე წვდომა შესაძლებელია მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. ონლაინ კურსი შექმნილია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით.http://e-grass.ge/