ელენე ხოშტარია – პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში მთავრობა პორტფელს ვერ შეინარჩუნებს

“ძალიან სწორი იყო, რომ ირაკლი ალასანიამ აღარ გააგრძელა თამაში, დამალვა და პირდაპირ პოლიტიკურად დაუპირისპირდა გუნდს”. “ტაქტიკურად მე მგონია, რომ ძალიან სწორად მოიქცა. იმიტომ, რომ არის რაღაც პროდასავლური ნაწილი კოალიციაში და ეს გუნდი თავად არ უნდა წავიდეს, მაგრამ პოლიტიკური დაპირისპირება იყო აუცილებელი. რა თქმა უნდა, ასე ვერ გაგრძელდება, მთავრობა პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში პორტფელს ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ... სრულად წაკითხვა

სერგი კაპანაძე სტუმრად რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში . შეგახსენებთ, რომ გუშინ “საქართველოს რეფორმების ასოციაციამ” შეიმუშავა ანტი-ანექსიური სტრატეგიის კონცეფცია

 რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე. ასოციაციამ შეიმუშავა ანტიანექსიური სტრატეგიის კონცეფცია და სერგი კაპანაძე მსგავსი სტრატეგიის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოსალოდნელი ხელშეკრულების გაფორმების კონტექსტში. იხილეთ სტატია და ვიდეო სრულად

“საქართველოს რეფორმების ასოციაცია” რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესაძლო ანექსიას საგანგებო განცხადებით ეხმაურება და ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს რეფორმების ასოციაცია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესაძლო ანექსიას საგანგებო განცხადებით ეხმაურება და ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს. განცხადების ტექსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სერგი კაპანაძემ და ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გააცნეს. რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მიმართ შეთავაზებული ე.წ. “ხელშეკრულება” წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის შელახვის ახალ ეტაპს. აღნიშნული ხელშეკრულებით რუსეთი საკუთარი... სრულად წაკითხვა

“საქართველოს რეფორმების ასოციაცია” (GRASS) ახალი ანტი-ანექსიური სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.

ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის წევრებმა ელენე ხოშტარიამ, სერგი კაპანაძემ, დათო რაქვიაშვილმა და პაატა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოსალოდნელი ხელშეკრულების გაფორმების კონტექსტში საქართველოში შექმნილი ახალი რეალობის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია” ანტიანექსიური სტრატეგიის სამუშაო კონცეფცია შეიმუშავა, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას შესთავაზებს. ელენე ხოშტარია მიესალმა უშიშროების სხდომის გამართვას. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ... სრულად წაკითხვა

“საქართველოს რეფორმების ასოციაციამ” ანტი-ანექსიური სტრატეგიის კონცეფცია წარადგინა

რუსეთის მხრიდან ოკუპაციიდან ანექსიის ეტაპზე გადასვლა საქართველოს მხრიდან თვისობრივად ახალი ანტი-ანექსიური სტრატეგიის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ანტი-ანექსიური სტრატეგია, ჩვენი აზრით, შემდეგი ელემენტებისგან უნდა შედგებოდეს: რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში საქმის აღძვრისთვის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლის მომზადება; თანმიმდევრული, კოორდინირებული და აქტიური დიპლომატიური და პოლიტიკური ქმედებები პარტნიორების მოსამზადებლად ანექსიის შემთხვევაში რუსეთზე საერთაშორისო სანქციების დაწესების მიზნით; საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული... სრულად წაკითხვა

...1020...2930313233...4050...