კვლევის „გაზომვადი პროპაგანდა: როგორ აადვილებენ ჩვენი სისუსტეები რუსულ გავლენას“ პრეზენტაცია

17 აპრილს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) კვლევის „გაზომვადი პროპაგანდა: როგორ აადვილებენ ჩვენი სისუსტეები რუსულ გავლენას“ პრეზენტაცია.კვლევა შემუშავდა რუმინული ორგანიზაციის GlobalFocus Center-ის ინიციატივით, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთისა და მოლდოვას სტრუქტურული სისუსტეები/გამოწვევები, რომლებმაც შესაძლოა ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნას რუსეთისა თუ სხვა არალიბერალური აქტორის მხრიდან ჩარევას.პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც თვისებრივი კვლევის შედეგად... სრულად წაკითხვა

ლექცია სამხცე-ჯავახეთში ევროკავშირის ისტორიის შესახებ

GRASS-ის პროექტის “საქართველოში რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ევროკავშირის სასწავლო მოდულის შექმნა” ფარგლებში 12 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია ევროკავშირის ისტორიის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო კურსის ჩატარება საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი.პროექტი ხორციელდება  ერაზმუს + პროგრამის თანადაფინანსებით. http://grass.org.ge/project/saqarthveloshi-regionuli-universitetebisathvis-evrokavshiris-sastsavlo-modulis-da-evrokavshiris-shesakheb-masobrivi-ghia-onlain-kursis-mooc-sheqmna/

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ და კოალიცია “თანასწორობისათვის” ერთობლივი განცხადება შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტზე

უკიდურესად შემაშფოთებელია 8 აპრილის საღამოს დიღმის მასივში შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტი. გავრცელებულ კადრებში ჩანს თავდამსხმელთა რასისტული განცხადებები და მოტივები. ეს ინციდენტი ბოლო პერიოდში გამოვლენილ  შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული და სისტემური ანტიდისიკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.როგორც გავრცელებული კადრებიდან იკვეთება, ბელიაშვილის ქუჩაზე, სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ რამდენიმე შავკანიანს თავს დაესხნენ, ფიზიკურად... სრულად წაკითხვა

რეგიონული სემინარი მარნეულში

5 აპრილს პროექტის „ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე“ ფარგლებში გაიმართა რეგიონული სემინარი მარნეულში.ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მასწავლებლებთან ერთად ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასოცირების შეთანხმებასა და ევროპულ ფასეულობებზე.

კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მხარს უჭერს სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“

კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მიესალმება და მხარს უჭერს, მათ შორის საზოგადოების ჩართულობით შემუშავებულ, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“ და მთლიანობაში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივის წარმატებით განხორციელება, რომელიც გულისხმობს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ვაჭრობის წახალისებას, ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობების განვითარებას და შესაბამისი მექანიზმების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს იმ სიკეთეებით სარგებლობას,... სრულად წაკითხვა

...23456...102030...