რეგიონული სემინარი მარნეულში

5 აპრილს პროექტის „ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე“ ფარგლებში გაიმართა რეგიონული სემინარი მარნეულში.ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მასწავლებლებთან ერთად ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასოცირების შეთანხმებასა და ევროპულ ფასეულობებზე.

კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მხარს უჭერს სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“

კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მიესალმება და მხარს უჭერს, მათ შორის საზოგადოების ჩართულობით შემუშავებულ, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“ და მთლიანობაში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივის წარმატებით განხორციელება, რომელიც გულისხმობს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ვაჭრობის წახალისებას, ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობების განვითარებას და შესაბამისი მექანიზმების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს იმ სიკეთეებით სარგებლობას,... სრულად წაკითხვა

GRASS-ის დირექტორი საუბრობს ჟენევის დისკუსიაზე რადიო პალიტრას ეთერში

🔴ჟენევის დისკუსიების 43-ე რაუნდი ამჯერადაც მნიშმვნელოვანი მიღწევის გარეშე დასრულდა და ამჯერადაც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა მხარეების მხრიდან. რა გავიგეთ ახალი და რას უნდა ველოდოთ უკვე ივნისის შეხვედრიდან რომელზეც კონკრეტული შეთანხმების მიღწევაა შესაძებელი, თუნდაც შვეიცარული შუამავლი კომპანიის საბაჟოებზე განთავსებაზე.🔴GRASS-ის პრეზიდენტი პაატა გაფრინდაშვილია დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი და მასთან ჟენევის დისკუსიებზე ვისაუბრებთ.    

პაატა გაფრინდაშვილი-თუ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ჟენევის ფორმატის ჩაშლა და შესაბამისად მოლაპარაკებების შეწყვეტა, ამაზე მთელი პასუხისმგებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უნდა დაეკისროს რუსეთს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორს, პაატა გაფრინდაშვილს ესაუბრა. – ბატონო პაატა, ჟენევის კონსულტაციების მორიგი 43 რაუნდი ისევე უშედეგოდ დასრულდა, როგორც ყველა წინა 42 შეხვედრა.  თუ მანამდე მოსკოვი თბილისისაგან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის კორექტირებას მოითხოვდა, ახლა ამ კანონის გაუქმებას მოითხოვს და სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, სოხუმი და... სრულად წაკითხვა

ონლაინ კურსი “შესავალი ევროპათმცოდნეობაში”

წარმოგიდგენთ GRASS-ის ონლაინ კურსების პლატფორმას, რომელზეც უკვე შესაძლებელია პირველი კურსის „შესავალი ევროპათმცოდნეობაში“ გავლა.კურსი მოიცავს ლექციებს ევროკავშირის ისტორიის, ევროპული ფასეულობების, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ. თითოეულ ლექციას თან ახლავს ვიდეო გაკვეთილი და საკითხავი მასალა.ონლაინ კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებულ პირისთვის, ვისაც სურს ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიღება. კურსზე წვდომა შესაძლებელია მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. ონლაინ კურსი შექმნილია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით.http://e-grass.ge/ 

...45678...203040...