„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ – კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერი უნდა გაკეთდეს

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, „კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრებმა მიმართეს საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ასახვის მიზნით.მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის აღნიშვნა უმნიშვნელოვანესი განაცხადი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით ევროპული ტიპის დემოკრატიის ფორმირების, ასევე ქვეყნის გარეთ საგარეო-პოლიტიკური კურსის პრიორიტეტების განსაზღვრის თვალსაზრისით. საქართველოს უკვე... სრულად წაკითხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სოფელ დუისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ 2017 წლის 3 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს დუისის კულტურის სახლს, სადაც კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) ცენტრია განთავსებული.კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ძალისხმევით, დუისის კულტურის სახლში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანი პანკისის ხეობის განვითარება და ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის კონკრეტული განათლების მიწოდებაა. ორგანიზაცია,... სრულად წაკითხვა

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ეხმაურება 2017 წლის 11 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დათანხმდეს გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასური მიიღოს ფულადი და არა აირის სახით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.  მიგვაჩნია, რომ ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის.შევახსენებთ საზოგადოებას, რომ... სრულად წაკითხვა

ტრენინგ-კურსი ჟურნალისტებისთვის, ევროკავშირის შესახებ, დასრულდა

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ახორციელებს პროექტს საქართველოში ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით („Promote Knowledge and Awareness of the EU at Grassroots Level in Georgia“), ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა ინტენსიური ტრენინგ-კურსი ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის. ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: ევროკავშირის ისტორია, ევროკავშირის ინსტიტუტები, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკავშირში, ევროპული ღირებულებები და მითები, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა... სრულად წაკითხვა

ევროინტეგრაციის საკითხებზე GRASS-ი ახალ პროექტს იწყებს

2017 წლიდან, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია” Open Society Georgia Foundation-ის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს – “დებატებისა და დისკუსიის დაწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე”.პროექტის მიზანია, სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის ჩართულობით, დაიწყოს დებატები და დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკის დოკუმენტებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ასევე სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრების გამართვა.მადლობას ვუხდით ფონდს, პროექტისა და იდეის... სრულად წაკითხვა

...56789...203040...