GRASS-ის დირექტორი საუბრობს ჟენევის დისკუსიაზე რადიო პალიტრას ეთერში

🔴ჟენევის დისკუსიების 43-ე რაუნდი ამჯერადაც მნიშმვნელოვანი მიღწევის გარეშე დასრულდა და ამჯერადაც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა მხარეების მხრიდან. რა გავიგეთ ახალი და რას უნდა ველოდოთ უკვე ივნისის შეხვედრიდან რომელზეც კონკრეტული შეთანხმების მიღწევაა შესაძებელი, თუნდაც შვეიცარული შუამავლი კომპანიის საბაჟოებზე განთავსებაზე.🔴GRASS-ის პრეზიდენტი პაატა გაფრინდაშვილია დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი და მასთან ჟენევის დისკუსიებზე ვისაუბრებთ.    

პაატა გაფრინდაშვილი-თუ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ჟენევის ფორმატის ჩაშლა და შესაბამისად მოლაპარაკებების შეწყვეტა, ამაზე მთელი პასუხისმგებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უნდა დაეკისროს რუსეთს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორს, პაატა გაფრინდაშვილს ესაუბრა. – ბატონო პაატა, ჟენევის კონსულტაციების მორიგი 43 რაუნდი ისევე უშედეგოდ დასრულდა, როგორც ყველა წინა 42 შეხვედრა.  თუ მანამდე მოსკოვი თბილისისაგან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის კორექტირებას მოითხოვდა, ახლა ამ კანონის გაუქმებას მოითხოვს და სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, სოხუმი და... სრულად წაკითხვა

ონლაინ კურსი “შესავალი ევროპათმცოდნეობაში”

წარმოგიდგენთ GRASS-ის ონლაინ კურსების პლატფორმას, რომელზეც უკვე შესაძლებელია პირველი კურსის „შესავალი ევროპათმცოდნეობაში“ გავლა.კურსი მოიცავს ლექციებს ევროკავშირის ისტორიის, ევროპული ფასეულობების, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ. თითოეულ ლექციას თან ახლავს ვიდეო გაკვეთილი და საკითხავი მასალა.ონლაინ კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებულ პირისთვის, ვისაც სურს ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიღება. კურსზე წვდომა შესაძლებელია მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. ონლაინ კურსი შექმნილია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით.http://e-grass.ge/ 

GRASS უერთდება დასავლელი უსაფრთხოების ექსპერტების მოწოდებას ქვეყნიდან რუსი დაზვერვის ოფიცრების გაძევების თაობაზე

ბოლო წლებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა არაერთი აგრესიული ქმედება კერძოდ, მეზობელი ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევა,  უცხო ქვეყნების ტერიტორიების ანექსია, დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება, კიბერ-თავდასხმები ასევე, ბრიტანეტში ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის ფაქტი. რუსეთის მხრიდან NATO-ს წევრი ქვეყნების მიმართ წარმოებული მტრული პოლიტიკის გათვალისწინებით, დასავლელი უსაფრთხოების ექსპერტები მოუწოდებენ NATO-ს, ევროკავშირსა და მათ მოკავშირეებს შეუერთდნენ ბრიტანეთს და თავიანთი ქვეყნებიდან გააძევონ... სრულად წაკითხვა

სამოქალაქო პლატფორმაში “არა-ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რუსთავი 2-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ვეხმაურებით 19 მარტს რუსთავი 2-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, იქონიონ მკაცრი პოლიტიკა ნებისმიერი იმ ქმედების მიმართ, რომელიც შეიცავს ძალადობას, მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.აღსანიშნავია, რომ ეს არ არის „ქართული მარშის“ წევრების მიერ განხორციელებული აგრესიის პირველი შემთხვევა მათთვის მიუღებელი აზრის წინააღმდეგ. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მათი მხრიდან გამოვლენილი... სრულად წაკითხვა

...678910...203040...