გადმოტვირთე GRASS-ის მობილური აპლიკაცია

დღეიდან თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი მობილური აპლიკაციითაც. გადმოტვირთეთ GRASS-ის აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზე და მიიღეთ ყველა სიახლე, პოლიტიკის ანალიზი და შეფასება ჩვენი ორგანიზაციიდან თქვენ მობილურში.სულ მალე, ასევე შემოგთავაზებთ Factcheck.ge-ის მობილურ აპლიკაციასაც.https://play.google.com/store/apps/details?id=com.Grass.GrassApp

ექსპერტები ხელისუფლებას ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას ანტიანექსიური სტრატეგიის დაუყოვნებლივ შემუშავებისკენ მოუწოდებენ. სამოქალაქო სექტორში ორი დღის წინ სოფელ ბერშუეთში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში გადასადგმელია ქმედითი ნაბიჯები.ანალიტიკოსთა განმარტებით, როდესაც ქვეყანა ოკუპაციის რეჟიმში იმყოფება, საჭიროა ანტიანექსიურ სტრატეგიაში გაიწეროს კონკრეტული ნაბიჯები როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით.მათივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს გეგმა, რომელიც კონკრეტული სამინისტროების... სრულად წაკითხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სოფელ ბერშუეთში ე.წ სასაზღვრო ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით

2017 წლის 4 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ სასაზღვრო ბანერი აღმართეს. მოსკოვის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება და მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის დანერგვა. ამასთან, სახეზე გვაქვს რუსეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში წარმოებული ანექსიური პოლიტიკის გაგრძელება.აღნიშნული ვითარება წარმოადგენს უაღრესად სერიოზულ გამოწვევას ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველო-რუსეთის შორის კონფლიქტის მშვიდობიანი... სრულად წაკითხვა

შეხვედრა ევროკავშირის შესახებ ახალქალაქში

1 ივლისს პროექტის „ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე” ფარგლებში გაიმართა სემინარი ახალქალაქში.შეხვედრაზე განვიხილეთ შემდეგი საკითხები:➣ ევროკავშირის ისტორია;➣ ვროკავშირის ინსტიტუტები;➣ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკავშირში;➣ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები;➣ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი (თავისუფალი გადაადგილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის) და სხვა მნიშვნელოვანი თემებიშეხვედრას გაუძღვნენ:➣ლევან მახაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი➣ ვანო ჩხიკვაძე, ფონდი ღია საზოგადოება... სრულად წაკითხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული განვითარება საფრთხეშია

გიგზავნით ამ წერილს, რათა შეგატყობინოთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მეტად საზიანო ქმედებების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად უარყოფითი ზეგავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის საშიშ მცდელობას წარმოადგენს.კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებულ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო რეფორმა გასული წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც მმართველმა... სრულად წაკითხვა

...7891011...203040...