2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების მონიტორინგი

დასრულებული

www.factcheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტია საქართველოში, რომელიც იქმნება მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.comwww.factcheck.org) შესაბამისად და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ეროვნული ცნობიერების გაზრდას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებებისა და დაპირებების მონიტორინგის მეშვეობით. უზუსტობებისა და სიცრუის გამოვლენა საშუალებას მისცემს საზოგადოებას, მეტად ინფორმირებულმა გააკეთოს არჩევანი.