აფხაზური კომუნის ჩართვა შავი ზღვის რეგიონის კონფლიქტების ევროპეიზაციის პროცესებში.

დასრულებული

პროექტი ხორცილედება ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის  შავი ზღვის ნდობის პროგრამისა და რობერ ბოშის ფონდის მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენის პროცესებს აფხაზურ და ქართველ კომუნებს შორის სოხუმიდან, თბილისიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, კიშინიოვიდან  ახალგაზრდა ექსპერტების/აკადემიკოსების/მოქმედი სპეციალისტების შეკრებით ბუქარესტში ორდღიან სემინარზე.  პროექტის ფარგლებში ექსპერტები  გაუზიარებენ  აფხაზ წარმომადგენლებს შავი ზღვის ქვეყნების (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი) ურთიერთობების გამოცდილებას  ევროკავშირთან , ისევე როგორც ევროკავშირის ჩართულობას  შესაბამისი ქვეყნის კონფლიქტების დარეგულირების პროცესებში.