„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება

დასრულებული

პროექტი მიზნად ისახავდა სამეცნიერო ხარისხის, კომუნიკაციის, შიდა  მმართველობისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სახის აქტივობები:  

  • შემუშავდა ყოველთვიური პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა (GRASS brief) ქვეყანაში არსებულ ძირითად პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე,  რეგულარული საინფორმაციო ბიულეტენი (GRASS brief), ფართო აუდიტორიისათვის;
  • შეიქმნა უფროსი და უმცროსი თანამშრომლების პოზიციები, რომლებიც მონაწილებდნენ კვლევებში.
  • შემუშავდა ეთიკის კოდექსი, შიდა და გარე კონტროლის პროცედურები და მოხდა ორგანიზაციის მიერ შექმნილი პროდუქტის კლასიფიკაცია.
  • შემუშავდა ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგია და შეიქმნა კომუნიკაციის მენეჯერის პოზიცია.
  • პროექტის ფარგლებში GRASS რეგულარულად ატარებდა მრგვალ მაგიდას ეროვნული პოლიტიკისა და მედიის ძირითადი დაინტერესებული მხარეებისათვის.