ეროვნული უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება ადვოკატირებისა და მონიტორინგის უნარ-ჩვევებში

მიმდინარე

პროექტი ორიენტირებულია „უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR)“ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგზე, ასევე უმცირესობების რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ადვოკატირებისა და მონიტორინგის მექანიზმების მიმართულებით.

ამ ინიციატივის მთავარი მიზნებია:

  • ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების დაცვას ადამიანის უფლებების სფეროში;
  • გააძლიეროს ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები უმცირესობების უფლებების მექანიზმების დაცვის, მონიტორინგის და ადვოკატირების კუთხით;
  • უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი ნდობის ხარისხის ამაღლება და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

პროექტი ხორციელდება თბილისში, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში.

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ.