ეროვნული უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება ადვოკატირებისა და მონიტორინგის უნარ ჩვევებში

მიმდინარე

აღნიშნული პროექტის მიზანია, მოახდინოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგი და ხელი შეუწყოს ეთნიკურ უმცირესობათა რეგიონული ორგანიზაციების შემდგომ გაძლიერებას ადვოკატირებისა და მონიტორინგის კუთხით.

პროექტის მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებების ხელშეწყობა და დაცვა. ასევე აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებას და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.