“ევროკავშირის შესახებ მითების გაქარწყლება აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში”

დასრულებული

czech

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ახორციელებს პროექტს, რომელიც შეეხება ევროკავშირზე არსებული მითების გაქარწყლებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. პროექტის მიზანია მოახდინოს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვასა და ბელარუსში ევროკავშირთან დაკავშირებული მითების რეალობასთან შედარება და მათი ერთ გზამკვლევად გამოცემა. ორენოვანი ნაშრომი (ინგლისური, რუსული) ინტერნეტ რესურსების საშუალებით გავრცელდება შესაბამისი ქვეყნების მასმედიის, ექსპერტთა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს შორის.

პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი – 15 აგვისტო, 2014 წელი.