ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება საბაზისო დონეზე საქართველოში

მიმდინარე

პროექტი ემსახურება ევროკავშირისა და მასთან დაკავშირებული თემების პოპულარიზებას დაინტერესებულ პირებს შორის, როგორებიც არიან: საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტიების ახალგაზრდა წევრები, მასწავლებლები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პროექტი მიზნად ისახავს სამიზნე აუდიტორიის მოქალაქეობრივი აქტიურობის გაზრდას, სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ მიერ გამართული სამუშაო შეხვედრები მათ შორისაც აამაღლებს ცნობადობას ევროკავშირის შესახებ, ვინც უკვე მიიღო უმაღლესი განათლება და ყოველდღიურად აქვს შეხება ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებთან.