“ევროპისმცოდნეობისა და სხვა მრავალდისციპლინარული სფეროების შესწავლის ხელოვნება”

დასრულებული

პროექტის ფარგლებში, ახალგაზდა მკვლევარების, პროფესორებისა და სტუდენტების ჯგუფი თბილისის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მონაწილეობდა ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსა და ვენაში ორგანზებულ სასწავლო ტურში. ერთკვირიან სემინარს ბუდაპეშტში უძღვებოდნენ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები, ხოლო ვენაში კი გაიმართა შეხვედრები პროექტის მონაწილეებსა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შორის. პროექტის მიზანს წარმოადგენს ნდობის აღდგენა აფხაზ და ქართველ ახალგაზრდა მეცნიერებსა და პროფესიონალებს შორის, რომლებიც ესწრებოდნენ მაღალი დონის სემინარებს ევროკავშირში ინტეგრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, ადამიანის უფლებების, განათლებისა და სხვა საკითხებზე. პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის მხარდაჭერით.