ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის განვითარება საქართველოში ვიშაგრადის ქვეყნების გამოცდილებით

დასრულებული

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას მისი ინსტიტუტების გაძლიერებითა და კოორდინაციის შესაძლებლობით, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების იმპლემენტაციის პერიოდში. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესწავლას ევროპული პოლიტიკის კოორდინირების მიმართულებით. ასევე, პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება პოლიტიკის შემუშავების რეკომენდაციებზე, რომლებიც დაფუძნებული იქნება ვიშაგრადის ქვეყნების კარგ და ცუდ გამოცდილებაზე.

პროექტის მიზნობრივი ჯგუფია ხელისუფლების მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები – ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ევროპული ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი.

პროექტი მხარდაჭერილია ვიშაგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.