Factcheck საქართველო

დასრულებული

პროექტის მიზანი იყო ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. ასევე, მოქალაქეების ფაქტების გადამოწმების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვა და ფაქტ-მეტრის მიერ შექმნილი მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტის განმავლობაში, ფაქტ-მეტრმა ითანამშრომლა სხვადასხვა აკადემიურ ინსტიტუტთან როგორიცაა თსუ, ISET, თავისუფალი უნივერსიტეტი, სადაც ფაქტ-მეტრის ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა, გაიმართა დისკუსიები, მოხდა დაინტერესებულ კურსდამთავრებულთა მოზიდვა.

www.factcheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტია საქართველოში, რომელიც იქმნება მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.comwww.factcheck.org) შესაბამისად და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას.