Factcheck საქართველო

დასრულებული

www.factcheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტია საქართველოში, რომელიც იქმნება მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.comwww.factcheck.org) შესაბამისად და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას.

პროექტის მიზანია ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, ასევე მოქალაქეების უფრო აქტიურად ჩართვა ფაქტების გადამოწმების პროცესში და ფაქტჩექის მიერ შექმნილი მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტის განმავლობაში, ფაქტჩექი ახორციელებს საპარლამენტო სხდომების მონიტორინგს, ისევე როგორც საჯარო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებისა და დაპირებების, და ამზადებს ანალიტიკურ სტატიებს ამ თემებზე.