Factcheck საქართველო

დასრულებული

პროექტის მთავარი მიზანი იყო ფაქტებზე დაფუძნებული დებატების ადვოკატირება ქართულ პოლიტიკაში. ასევე, პოლიტიკოსების გაცნობიერება საზოგადოების წინაშე მათი ანგარიშვალდებულების შესახებ. პროექტის განმავლობაში, ფაქტ-მეტრი დისკუსიებს მართავდა და თანამშრომლობდა აკადემიურ ინსტიტუტებთან, როგორებიცაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სკოლა, თავისუფალი უნივერსიტეტი.

www.factcheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტია საქართველოში, რომელიც იქმნება მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.comwww.factcheck.org) შესაბამისად და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას.