FactCheck TV

დასრულებული

პროექტი მიზნად ისახავდა FactCheck TV კომპონენტის საშუალებით სატელევიზიო რეპორტაჟების  მომზადებას, რითაც ხელი შეუწყო ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას და მის ხელმისაწვდომობას უფრო ფართო აუდიტორიისთვის.

პროექტის ძირითად აქტივობებს წარმოადგენდა:

  • საპარლტამენტო სესიების მონიტორინგი;
  • ძირითადი საარჩევნო სუბიექტების მონიტორინგი;
  • პრეზიდენტის, პარლამენტის წევრებისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მონიტორინგი;
  • მთავარი პლოტიკური თოქ-შოუების მონიტორინგი. 

www.factcheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტია საქართველოში, რომელიც იქმნება მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.comwww.factcheck.org) შესაბამისად და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას.