აფხაზი საზოგადოების ჩართულობა შავი ზღვის რეგიონის ევროპეიზაციის პროცესში

დასრულებული

პროექტი მიზნად ისახავდა აფხაზი საზოგადოების ჩართულობის მხარდაჭერას ევროპეიზაციის პროცესში. ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდა ექსპერტები, მეცნიერები, პრაქტიკოსები აფხაზეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და რუმინეთიდან შეიკრიბნენ 2-დღიან უმაღლესი დონის სემინარზე ბუქარესტში. შეკრებილმა ექსპერტებმა ერთმანეთს გაუზიარეს  როგორც ევროპეიზაციის პროცესში თითოეული ქვეყნის გამოცდილება და მიღწევები, ასევე კონფლიქტებთან დაკავშირებული გამოცდილება. ამასთან, ისაუბრეს ევროკავშირის როლზე ამ კონფლიქტების მოგვარების პროცესში.