ხალხის აღჭურვა ხელისუფლების ზედამხედველობისთვის საჭირო შესაბამისი ინსტრუმენტებით

დასრულებული

www.factcheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტია საქართველოში, რომელიც იქმნება მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.comwww.factcheck.org) შესაბამისად და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას.

პროექტის მიზანია, გაზარდოს დემოკრატიული შემოწმებისა და ბალანსის სისტემა, ასევე ხელისუფლების ანგარიშვალდებულება ხალხის მიმართ. ეს კი, თავის მხრივ, გახდება მექანიზმი იმისთვის, რომ ქვეყნის პოლიტიკური და საარჩევნო პროცესი გახდეს უფრო შეჯიბრებითი, დებატებზე დაფუძნებული და გამჭვირვალე. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, იმისთვის, რომ მათ უფრო ინფორმაციული და გააზრებული არჩევანი გააკეთონ საარჩევნო ყუთებთან. პროექტი მოიცავს შემდეგ რეგიონებს: კახეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. პროექტის განმავლობაში ფაქტჩექმა დაწერა 500-ზე მეტი სტატია, გამოსცა გაზეთი, მოამზადა სატელევიზიო რეპორტაჟები, გამოაქვეყნა წერილები და ჩაწერა ინტერვიუები 2016 წლის  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან.