მრავალპროფილიანი სასწავლო კურსი საქართველოში ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის

დასრულებული

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის სასწავლო კურსს ფაქტების გადამოწმებისა და ღია მონაცემების გამოყენების მიმართულებით.

პროექტი მოიცავდა შემდეგი სახის აქტივობებს:

  • ინტენსიური ტრენინგ კურსების ჩატარება;
  • ფაქტების გადამოწმების სახელმძღვანელოს შემუშავება;
  • ღია ონლაინ კურსის შექმნა, სადაც ტრენინგთან დაკავშირებული ყველა სახის მასალა იქნებოდა განთავსებული.

ტრენინგებსა და სემინარებს უძღვებოდნენ ფაქტ-მეტრის ანალიტიკოსები, რომალთაც დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ფაქტ-მეტრის მეთოდოლოგიის, მონაცემთა ვიზუალიზაციის კუთხით.