რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა ადამიანის უფლებების შესახებ) ხელშეწყობის, ადვოკატირების და იმპლემენტაციის მიზნით.

დასრულებული

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, ადვოკატირებასა და საქართველოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებაში, შემდგომ ჯგუფებთან მიმართებით:

  • ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური უმცირესობები;
  • ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
  • იძულებით გადაადგილებული პირები;

საქართველოს რეფორმების ასოციაციის გუნდი მოახდენს 60 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის იდენტიფიცირებას ქუთაისის, ზუგდიდის, ახალციხის და ბათუმის რეგიონებში. პროექტის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმის, გაეროსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოების და ინსტიტუტების რეკომენდაციებიდან გამომდინარე საქართველოს მიმდინარე ვალდებულებებს .

პროექტის ძირითადი საქმიანობა მოიცავს:

– სამოქალაქო საზოგადოებისთვის  სახელმძღვანელოს მომზადება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოების და ინსტიტუტების პროცედურებს.
-სამოქალაქო საზოგადოების წევრი ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარება, მათი როლისა და უნარების გაუმჯობესება ტრეინინგის საშუალებით. აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების გაცნობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
– რელევანტური სახელმწიფო სტრატეგიების, კონცეფციების და სამოქმედო გეგმების ანალიზი;
– სამოქალაქო საზოგადოების  ქსელის განვითარება რეგიონებში.

პროექტის სახელწოდება/Project name: რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით – მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების ხელშეწყობის, ადვოკატირების და იმპლიმენტაციის  მიზნით. /Support Regional Civil Society Organizations’ Capacity to Promote, Advocate and Implement Georgia’s International Human Rights Commitments (UN Treaty Bodies, Universal Periodic Review on Human Rights)

პროექტის კოორდინატორი/ Policy Coordinator: დენოლა ჩხარტიშვილი/ Denola Chkhartishvili

ტელ.:/ Tel. 593 92 57 67; 2 22 29 43

ელ. ფოსტა:/ e-mail: d.chkhartishvili@grassgroup.org

 

პროგრამის ბროშურა ქართულ ენაზე
პროგრამის ბროშურა რუსულ ენაზე