არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება – “აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ევროკავშირის წევრობამდე”

01 დეკემბერი, 2017

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი: შედეგები და გამოწვევები, ხელისუფლების, საელჩოების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობითკონფერენციაზე მონაწილეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგად საქართველოსთვის მიღებულ ხელშესახებ შედეგებსა და შემდეგ ნაბიჯებზე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

კონფერენციაზე საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ (OSGF) წარადგინეს ერთობლივი განცხადებააღმოსავლეთ პარტნიორობიდან ევროკავშირის წევრობამდე“. განცხადებაში მხარეებმა შეაფასეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე; კერძოდ, ევროკავშირის მზარდ მხარდაჭერას აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების მიმართ, რათა მათ უკეთ განახორციელონ რეფორმები „20 შედეგი 2020 წლისთვისდოკუმენტში ასახულ შემდეგ სფეროებში: ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა; ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ურთიერთკავშირი, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილება; მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია საქართველოს მიერ რეფორმების ზედმიწევნით განხორციელების აუცილებლობა და წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. მათ შორის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ჩართვის მიზანშეწონილობა პროცესში, რომლის მიხედვითაცევროპა განსაზღვრავს თავის მომავალს“, ‘EaP+’ მოდელის და ნდობის ფონდის შექმნა ასოცირებული ქვეყნებისათვის.

განცხადებაში მხარეები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ მიანიჭოს საქართველოსევროპული პერსპექტივადა რეკომენდაციას აძლევენ მთავრობას დაიწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყოვლისმომცველი უწყებათაშორისი საგზაო რუკის შემუშავება, რომელშიც თავმოყრილი იქნება მიზნები, პრიორიტეტები და ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

იხილეთ განცხადების ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

 


 

 

აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ევროკავშირის წევრობამდე

ერთობლივი განცხადება

თბილისი, 30 ნოემბერი, 2017

2017 წლის 24 ნოებერს, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-5 სამიტი გაიმართა. სამიტის მონაწილეებმა შეაფასეს 2015 წლის რიგის სამიტის შემდეგ მიღწეული პროგრესი და ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაციაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის დიდი მნიშვნელობა, რომელსაც ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობას ანიჭებენ. აღმოსავლეთ პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და ხედვას, თანამშრომლობას და პასუხისმგებლობას, დიფერენცირების პრინციპსა და ანგარიშვალდებულებას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროკავშირთან აახლოვებს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს „20 შედეგი 2020 წლისთვისდოკუმენტით განსაზღვრული მიზნების ინკლუზიურად და ტრანსპარენტულად განხორციელების, ასევე სიმტკიცის გაძლიერების მნიშვნელობას.

სამიტის მონაწილეებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, რომელთა ასოცირების შეთანხმებები უზრუნველყოფს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას, კიდევ ერთხელ აღიარეს.

ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის მზარდ მხარდაჭერას, ხალხისა და საზოგადოების სასარგებლოდ, ხელი შეუწყოს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებას, რომელიც ასევე, მოიცავს AA/DCFTA-ის ხელმომწერ პარტნიორ ქვეყნებთან  ასოცირებასთან დაკავშირებული რეფორმების, პროგრესის, შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ ერთობლივი დისკუსიების გამართვას.

ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის მზარდ მხარდაჭერას აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების მიმართ, რათა მათ უკეთ განახორციელონ რეფორმები „20 შედეგი 2020 წლისთვისდოკუმენტში ასახულ შემდეგ სფეროებში: ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა; ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ურთიერთკავშირი, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილება; მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები. ვიმედოვნებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული მრავალმხრივი სტრუქტურა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობას პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშომლობას.

ჩვენ გვჯერა, რომ მზარდი ძალისხმევაა საჭირო, მათ შორის ისეთი სფეროების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საჯარო ადმინისტრირება, მედია პლურალიზმი და დამოუკიდებლობა, კორუფციასთან ბრძოლა და გამჭვირვალობის გაზრდა, ეკონომიკური პოლიტიკა და რეგულაციები საინვესტიციო გარემო, უსაფრთხოების სექტორი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, კრიზისების მართვა, გარემოს დაცვა, განათლების სისტემები და სხვ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, მიზნად უნდა დაისახოს ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა, წახალისებაზე დაფუძნებული მიდგომის („მეტი მეტისთვის“) გათვალისწინებით იმ პარტნიორებისათვის, რომლებსაც უფრო მეტი პროგრესი აქვთ რეფორმების განხორციელების პროცესში. საგარეო საინვესტიციო გეგმის დაფინანსების ახალი შესაძლებლობები, კერძოდ, მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის დაარსება, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ადგილობრივ ვალუტაში სესხების გაცემის, ასევე, მაღალი სიხშირის გადამცემების შექმნა, პარტნიორ და, რაც შეიძლება მალე, ევროკავშირის ქვეყნებთან როუმინიგის ტარიფების შემცირება შეიძლება მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რაც სარგებელს მოუტანს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მოახდინოს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მეტად წახალისება და რეფორმების მხარდაჭერა, რაც ასახულია ევროპარლამენტის მიერ ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიმართ აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ რეკომენდაციაში, მათ შორის ‘EaP+’ მოდელის და ნდობის ფონდის შექმნა ასოცირებული ქვეყნებისათვის. მიზანშეწონილია, რომ ევროკომისიამ, ისევე როგორც ევროპულმა საბჭომ ასოცირებული ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ჩართოს იმ პროცესში, რომელის მიხედვითაცევროპა განსაზღვრავს თავის მომავალს“, რომელიც ეყრდნობა ევროკომისიის დოკუმენტსევროკავშირის განვითარების მოსაზრებები და სცენარები 2025 წლისათვის“.

სამიტის მონაწილეები ასევე მიესალმნენ გაძლიერებულ დიფერენცირების პრინციპს ევროკავშირსა და თითოეულ პარტნიორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ თითოეულ პარტნიორს აქვს სუვერენული უფლება, განსაზღვროს ამბიციის დონე და ის მიზნები, რომლისკენაც ის მიისწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობებში.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მე-2 ერთობლივ ანგარიშში ასახული გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, საქართველო კვლავ რეფორმების ლიდერად რჩება. მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს ამბიციები ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მაღალია. ამასთან, კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, ”კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გააორმაგოს თავისი ძალისხმევა დემოკრატიის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად და განახორციელოს ის რეფორმები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აღებული აქვს, მათ შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სრული და ეფექტური იმპლემენტაცია. ამ მხრივ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების განახლებული 2017-2020 წლების დღის წესრიგის განხორცილებას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით შემუშავდა. ასოცირების დღის წესრიგის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პრიორიტეტების დროულად შესრულება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis communautaire) ჰარმონიზაციის თვალსაზრისით.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ემყარება, რისი შენარჩუნება და განმტკიცება მხოლოდ საერთო მომავლითაა შესაძლებელი. ევროკავშირის კარი ღია უნდა დარჩეს იმ ქვეყნების პოტენციური წევრობისათვის, რომლებიც რეალურად მოახდენენ ტრანსფორმაციას, მათ შორის საქართველოსთვის. ამ მხრივ, ევროკავშირის რომის დეკლარაციის კონკრეტული განცხადება, რომ ევროკავშირი „..იმოქმედებს ერთად, როცა საჭიროა სხვადასხვა სიჩქარითა და ინტენსივობით, თუმცა საერთო მიმართულებით და კარს ღიას ტოვებს მათთვის, ვისაც სურს გაწევრიანება მომავალში“, უნდა იყოს წამახალისებელი და მიმართულების მიმცემი ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რაც შეიძლება მალე, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა, რომელიც არ შეიძლება და არ უნდა იყოს განმარტებული, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის განსაზღვრა. „ევროპული პერსპექტივანიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49- მუხლის შესაბამისად, საქართველომ შეიძლება განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და ერთგულია დემოკრატიის პრინციპების, პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების დაცვას და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, დაიწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყოვლისმომცველი უწყებათაშორისი საგზაო რუკის შემუშავება, რომელშიც თავმოყრილი იქნება მიზნები, პრიორიტეტები და ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

 

 




 

 

 

 

From the Eastern Partnership to the European Union Membership

Joint Statement of the Georgia’s Reforms Associates (GRASS), Georgian Institute of Politics (GIP), and Open Society Georgia Foundation (OSGF)

Tbilisi, 30 November, 2017

On 24 November 2017 the 5th Eastern Partnership Summit was held in Brussels. Summit participants took stock of progress made since the Riga Summit in 2015 and adopted the Joint Declaration. In the Declaration the EU and the Eastern Partnership countries reconfirmed the high importance they attach to the Eastern Partnership, based on common values, mutual interests and understanding, shared ownership and responsibility, differentiation and mutual accountability, which brings the Eastern European partner countries closer to the European Union. They welcomed “20 Deliverables for 2020” delivering tangible results in a transparent and inclusive manner as well as strengthening resilience.

The Summit participants once again acknowledged the European aspirations and European choice of Georgia, Moldova and Ukraine, whose Association Agreements provide for accelerating political association and economic integration with the European Union.

We welcome the European Union’s increased support in facilitating full implementation of the AA/DCFTAs for the benefit of people and societies, including engaging the AA/DCFTA partners in joint discussions on the progress, opportunities and challenges concerning the association-related reforms.

We welcome the European Union’s increased support to the Eastern European partner countries they better to implement reforms in the areas of: strengthening institutions and good governance; economic development and market opportunities; connectivity, energy efficiency, environment and climate change; mobility and people-to-people contacts, as outlined in “20 Deliverables for 2020”. We hope that revised multilateral structure of the Eastern Partnership will better support the political objectives pursued in the Partnership, including cooperation among partners.

We believe that increased efforts are needed to improve, inter alia, independence of the judiciary, public administration, media pluralism and independence, fighting corruption and increasing transparency, economic policy and regulatory frameworks, investment climate, security sector, countering terrorism, countering hybrid threats including disinformation, crises management, environmental protection, education systems etc.

Georgia together with its partners in the Eastern Partnership shall aim at increased financial support from the EU’s incentive-based approach (“more-for-more”) for those partners who are most engaged in reforms. New funding opportunities of the External Investment Plan, in particular through the establishment of the European Fund for Sustainable Development is of particular importance to this end.

Facilitating small and medium-sized enterprises access to local-currency lending, as well as supporting increased access to high-speed broadband and progressing towards reduced roaming tariffs among the partner countries and, sooner than later, with the EU, might be small but still important steps which can deliver benefits to the citizens of the Eastern European partner countries.

The EU could put forward more incentives and support for reforms in its Eastern European partner countries, as outlined in the European Parliament recommendation to the Council, the Commission and the EEAS on the Eastern Partnership, inter alia, establishment of a longer term ‘EaP+’ model and a trust fund for associated countries. The European Commission as well as European Council could also engage associated countries of Georgia, Moldova and Ukraine in a process in which “Europe determines its own path”, based on the European Commission’s White Paper “Future of Europe – Reflections and Scenarios for the EU27 by 2025.”

Summit participants also welcomed the strengthened differentiation in bilateral relations between the EU and each partner countries and reaffirmed that each partner has a sovereign right to choose the level of ambition and the goals to which it aspires in its relations with the European Union.

Despite the certain shortcomings as outlined in the 2nd Joint Association Implementation Report released by the European External Action Service and the European Commission, Georgia remains a leader with its European reforms. Based on strong popular support, Georgia’s ambitions toward the EU integration are high. In addition, according to the revised Constitution, “constitutional bodies shall take all necessary measures for full-fledged integration of Georgia to the European Union and NATO”.

Georgia needs to redouble its efforts to strengthen democracy, the rule of law and protection of human rights and should deliver on the reforms it has committed to, including full and effective implementation of AA/DCFTA. In this context, implementation of the recently adopted revised EU-Georgia Association Agenda for the period 2017-2020, which was developed through active communication and cooperation with civil society, is of paramount importance. Its short-term and medium-term priorities for reform actions should be fulfilled in a timely manner, which is fundamental to approximate Georgia with the EU acquis communautaire.

Relations between the EU and Georgia are based on shared values and principles. It can only last and endure if there is a shared future as well. The door should be kept open for potential membership for those countries which truly transform, including for Georgia. In this context, a particular statement of the Rome Declaration of the European Union, that the EU “…will act together, at different paces and intensity where necessary, while moving in the same direction, as we have done in the past, in line with the Treaties and keeping the door open to those who want join later,” should be truly encouraging and guiding for all stakeholders.

We call on the EU to grant Georgia the “European Perspective” sooner than later, which cannot be and shall not be interpreted as setting the date for Georgia’s accession to the European Union. The “European Perspective” would mean that pursuant to the Article 49 of the Treaty on European Union, Georgia may only apply to become a member of the European Union, provided it adheres to the Copenhagen criteria and the principles of democracy, respect for Fundamental freedoms and human and minority rights, and ensure the rule of law.

We call on Georgia’s Government, in cooperation with the Parliament of Georgia as well as with civil society, having considered the best international practices, to start drafting a comprehensive inter-agency Roadmap for the Membership of Georgia to the European Union, that would encapsulate objectives, priorities and all the necessary steps to achieve this goal.