GRASS-ის პროექტი ფაქტ-მეტრი აცხადებს კონკურსს ეკონომიკური ანალიტიკოსის პოზიციაზე

30 ივლისი, 2018

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:30 – 18:00 სთ

ძირითადი ფუნქციები:

  1. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების მონიტორინგი და აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება;
  2. ფაქტ-მეტრის ანალიტიკური გუნდის კონსულტირება ცალკეული კვლევის ეკონომიკურ ასპექტებთან და მონაცემთა სტატისტიკურ დამუშავებასთან დაკავშირებით;
  3. ეკონომიკურ თემატიკაზე ფაქტ-მეტრისა და საგაზეთო ტიპის სტატიების მომზადება;
  4. კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო უწყებებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, საჭიროების შემთხვევაში სატელეფონო ან პირისპირ ინტერვიუ;
  5. საპარლამენტო სესიების, პოლიტიკური გადაცემების, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და წინასწარ განსაზღვრულ საჯარო პირთა წრის განცხადებების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა;
  6. მოკლე ეკონომიკური მიმოხილვების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. უმაღლესი განათლება ეკონომიკური მიმართულებით;
  2. პრიორიტეტია არასამთავრობო ან საჯარო სფეროში, ასევე ანალიტიკურ მედიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  3. ინტერესი და ცოდნა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ;
  4. Fact-Checking-ის მიმართ ინტერესი და მოტივაცია;
  5. ინგლისური ენის ცოდნა (სამუშაო დონეზე, აკადემიური წერის უნარი);
  6. კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები:

  1. მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და აკადემიური წერის უნარი;
  2. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  3. მაღალი შრომის დისციპლინა;
  4. შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
  5. რუტინული სამუშაოს ეფექტურად შესრულების უნარი;
  6. დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

შრომის ანაზღაურება: 870 ლარი (დარიცხული / Net)

შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

მოგვაწოდეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@factcheck.ge. გთხოვთ, CV-ის გამოგზავნისას “Subject” ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – „ეკონომიკური ანალიტიკოსი“.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აგვისტო