გთავაზობთ ტრენინგ კურსს – „სოციალური მედიის ინსტრუმენტები და ინფორმაციის ვიზუალიზაცია“

07 თებერვალი, 2017

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS“ გთავაზობთ ტრენინგ კურსს – „სოციალური მედიის ინსტრუმენტები და ინფორმაციის ვიზუალიზაცია“

კურსის შესახებ:

ინტერნეტის მომხმარებლების ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება პატარა, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისთვის მომხმარებლებთან კავშირი, სოციალური ქსელების მეშვეობით. ყველასთვის ნაცნობი, ხელმისაწვდომი და ერთი შეხედვით, მარტივი ვებ-გვერდები თუ პროგრამები უამრავ შესაძლებლობას იძლევა. ახალი მედიის რესურსები ამოუწურავია, მთავარია მისი ინსტრუმენტების სწორად გამოყენება და მომხმარებლებთან ეფექტიანი კომუნიკაცია შეძლოთ.

კურსი გათვლილია სოციალური მედია მენეჯმენტით, ონლაინ მარკეტინგითა და ვიზუალიზაციის სპეციფიკით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს, დამოუკიდებლად აწარმოოს და მართოს ინტერნეტ კამპანიები.

ტრენინგ კურსის მიზანია, მოამზადოს ან/და გადაამზადოს სოციალური მედიის სფეროში დასაქმებული ადამიანები. მონაწილეეებს მიაწოდოს  უახლესი ინფორმაცია, რომლის გამოყენებასაც ადვილად შეძლებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.

ტრენინგ კურსი მოიცავს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა:

  • კომპანიის ინტერნეტ რეპუტაციის შექმნა;
  • ინტერნეტ კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • ინტერნეტ მარკეტინგი და სოციალური მედიის ძირითადი პრინციპები;
  • სოციალური ქსელების ინსტრუმენტები და მართვა – Facebook, Twitter, Instagram…
  • რეკლამის განთავსების სტრატეგიები სოციალურ ქსელებში;
  • ინფორმაციის ვიზუალიზაციის მნიშვნელობა კომუნიკაციის პროცესში;
  • ვიზუალიზაციის სხვადასხვა ფორმები;
  • მარტივი და ეფექტური ვიზუალიზაციის შექმნა – Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Gif;

კურსდამთავრებული შეძლებს:

  • დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს ინტერნეტ კამპანია, სოციალური მედიის ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით;
  • ეფექტიანად მართოს სოციალური ქსელები;
  • სწორად შეარჩიოს სამიზნე აუდიტორია და მოახდინოს მათი ინფორმირება ანდა დარწმუნება;
  • თავად შექმნას ვიზუალურად მიმზიდველი პოსტები სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით;

ტრენინგი დაფუძნებულია როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწვალებაზე. ტრენინგის დროს გამოყენებული იქნება თვალსაჩინო საპრეზენტაციო მასალები. თითოეული მონაწილე ჩართული იქნება ტრენინგის მსვლელობაში.

ტრენინგი უზრუნველყოფილია კომპიუტერებითა და შესაბამისი პროგრამებით.

ტრენინგს გაუძღვებიან მედია მკვლევარი მაგდა გუგავა და სოციალური მედიის მენეჯერი გიორგი გათენაშვილი.

გაიცემა სერტიფიკატები.

ტრენინგი ჩატარდება შაბათ-კვირას.

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის მოცულობა: 12 საათი; სულ 4 ლექცია, თითოეულის ხანგრძლივობა – 3 საათი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 25-26 თებერვალი, 4-5 მარტი;

ტრენინგის ჩატარების დრო: 12:00-15:00 საათი

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 თებერვალი

ტრენინგის საფასური და რეგისტრაცია:

გაიარეთ რეგისტრაცია – https://goo.gl/w4FKMO

ტრენინგის ღირებულება: 150 ლარი

ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე, 20 თებერვლის ჩათვლით (რეკვიზიტებს მივაწვდით დარეგისტრირებულ მონაწილეებს).

საკონტაქტო ინფორმაცია

მაია ჭანტურიძე

მობ.: 555 18 40 90

E-Mail: m.tchanturidze@grass.org.ge

ტელ.: +(995 32) 2 30 90 25,  +(995 32) 2 22 29 13

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS“

მისამართი: თბილისი, 0194, მიცკევიჩის ქ.  #27

E-Mail: grass@grassgroup.org