სალექციო კურსი და დისკუსია ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში

09 დეკემბერი, 2015

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) და მედია პროექტი FactCheck.ge-ი 14-19 დეკემბერს გთავაზობთ სალექციო კურსსა და დისკუსიას: „ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“.

კურსის მიზანია, საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს სალექციო კურსის მონაწილეებს.

სალექციო კურსი მოიცავს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა:
✔ საქართველოს ეკონომიკა და ეკონომიკური ზრდა;
✔ უმუშევრობა;
✔ სახელმწიფო ბიუჯეტი და ბიუროკრატიული ხარჯების მონიტორინგი;
✔ საქართველოს მთლიანი საგარეო და სახელმწიფო ვალი;
✔ საქართველოს სოციალური პოლიტიკა და ჯანდაცვა;
✔ საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობა და უცხოური ინვესტიციები;
✔ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკა;
✔ თბილისის ურბანული პრობლემები და განვითარება;
✔ დაეში და ტერორიზმის საფრთხეები საქართველოში;
✔ საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში;
✔ კონფლიქტები (საქართველო, უკრაინა, სომხეთ-აზერბაიჯანი (მთიანი ყარაბახი), მოლდოვა (დნესტრიპირეთი), მოლაპარაკების ფორმატები და საერთაშორისო ორგანიზაციები;
✔ ევროპული უსაფრთხოება.

ეკონომიკურ თემებს გაუძღვებიან: ბესიკ ნამჩავაძე (FactCheck-ის მთავარი ეკონომისტი); რომან გოცირიძე (ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი); გიორგი ბაქრაძე (ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი). ასევე, FactCheck-ის ანალიტიკოსები: თეონა აბსანძე და ვალერი კვარაცხელია.

საერთაშორისო ურთიერთობების თემებს გაუძღვებიან: სერგი კაპანაძე („საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორი); პაატა გაფრინდაშვილი (FactCheck-ის მთავარი რედაქტორი); ელენე ხოშტარია („საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელი); გიორგი გოგუაძე („საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ანალიტიკოსი).

თბილისის ურბანულ პრობლემებზე ლექციას წაიკითხავს ალეკო ელისაშვილი (თბილისის საკრებულოს დეპუტატი)

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 20 საათს.

სალექციო კურსის დაწყებისა და დასრულების თარიღი: 14/12/2015-19/12/2015

სამუშაო დღეებში ლექციები გაიმართება ყოველ დღე 16.00 საათიდან, ხოლო შაბათს დილის 10 საათიდან.

*სალექციო კურსისა და დისკუსის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

*სალექციო კურსისა და დისკუსიის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს საშუალება მიეცემათ თავიანთი სტატიები (შესაბამისი ანაზღაურებით) FactCheck-ში გამოაქვეყნონ.

*სამუშაო ენა – ქართული

*სალექციო კურსის ღირებულება შეადგენს 300 ლარს, საიდანაც თანხის უმეტეს ნაწილს, 200 ლარს აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო მედია-პროექტ ფაქტ-მეტრის ფარგლებში. კურსის მონაწილისთვის თანაგადახდა 100 ლარს შეადგენს.

განაცხადების მიღების ბოლო დღეა 11 დეკემბერი.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 20 ადამიანს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: info@factcheck.ge
+ (995 32) 2 30 90 25