ტრეინინგი ევროკავშირის შესახებ

30 ოქტომბერი, 2015

training about eu

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ახორციელებს პროექტს საქართველოში ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით („Promote Knowledge and Awareness of the EU at Grassroots Level in Georgia“) ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება ინტენსიური ტრეინინგ- კურსი ევროკავშირის შესახებ ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებისთვის.

რეინინგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა:
➣ ევროკავშირის ისტორია;
➣ ვროკავშირის ინსტიტუტები;
➣ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკავშირში;
➣ ევროპული ღირებულებები და მითები;
➣ ვროკავშირის საგარეო პოლიტიკა და საქართველოში კონფლიქტის მოგვარება;
➣ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები;
➣ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი (თავისუფალი გადაადგილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის);

ტრეინინგს გაუძღვებიან საქართველოში ევროკავშირის წამყვანი სპეციალისტები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოტივაციის წერილი (მაქსიმუმ 500 სიტყვა) შემდეგ მეილზე: grass@grassgroup.org არაუგვიანეს 20 ნოემბრისა. მეილის სათაურში მიუთითეთ „ტრეინინგი ევროკავშირის შესახებ“.

ტრეინინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები. ტრეინინგში მონაწილეობა უფასოა.