ტრენინგ-კურსი „მოლაპარაკებებში”

26 თებერვალი, 2018

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია-GRASS“ კორპორაციულ კლიენტებს სთავაზობს ტრენინგ-კურსს „მოლაპარაკებებში“

ტრენინგ-კურსი „მოლაპარაკებებში“ განკუთვნილია პროექტის ხელმძღვანელებისთვის, მენეჯერებისთვის, იურისტებისთვის, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს ურთიერთობენ ადგილობრივ ან უცხოელ პარტნიორებთან, კლიენტებთან, აწარმოებენ მოლაპარაკებებს საჯარო ინსტიტუტებისა თუ კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. ტრენინგ-კურსი დიდ შესაძლებლობას აძლევს იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ  შეისწავლონ მოლაპარაკებების ხელოვნების სტრუქტურა და მისი სხვადასხვა ასპექტი. 

მონაწილეები ტრენინგის გავლის შემდეგ მიიღებენ პრაქტიკაზე ორიენტირებულ ცოდნას, ცნებებსა და მეთოდებს, რომელთა გამოყენებას შეძლებენ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში.

ტრენინგები მოიცავს შემდეგი სახის მოდულებს:

  • ბიზნეს მოლაპარაკებების  ძირითადი ცნებები;
  • მოლაპარაკებები მულტიკულტურულ გარემოში;
  • მოლაპარაკებები რთულ გარემოში და ჩიხში შესული მოლაპარაკებების მართვა;
  • მედიაცია მენეჯერებისთვის;
  • მრავალმხრივი და კომპლექსური მოლაპარაკებები.

ორგანიზაციებისათვის შესაძლებელია აღნიშნული მოდულების შერწყმა, დეტალიზაცია, ან დამკვეთის მიერ სასურველი ტრენინგის შემუშავება.

კურსი ეფუძნება პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას, რომელიც მსმენელს საშუალებას მისცემს  მარტივად და პროდუქტიულად აითვისოს ის თეორიული ცოდნა, რომელსაც უშუალოდ კურსის დროს მიიღებს. 

კურსის სტრუქტურა:

  • მონაწილეები ჩართულები იქნებიან როლურ თამაშებსა და პრაქტიკულ მაგალითებში;
  • მონაწილეობას მიიღებენ განხორციელებული დავალებების განხილვასა და ანალიზში;
  • პირადი რეალური მაგალითების გაზიარებით მიიღებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას;
  • დაეუფლებიან პრაქტიკაზე მორგებულ თეორიულ კომპონენტებს;
  • ინტერაქტიული ტრენინგი მცირერიცხოვან ჯგუფებში უზრუნველყოფს ყველა მონაწილის მაქსიმალურ ჩართულობასა და ეფექტურ სამუშაო გარემოს.

 

  • ტრენინგებიგაიმართება17,24, 31 მარტს;
  • მოდულების მიხედვით ტრენინგისმთლიანიხანგრძლივობაშეადგენს 15 საათს, რომელიცგადანაწილდება 3 კვირაზე, 5 საათიანილექციათითოკვირაში;
  • ტრენინგიგაიმართებაშაბათ დღეს 12:00-17:00 სთ-ზე საქართველოს რეფორმების ასოციაციის ოფისში, მის. მიცკევიჩის 27;
  • მონაწილეთამაქსიმალურირაოდენობაა 20 მსმენელი;
  • ყველამონაწილესგადაეცემაშესაბამისისერტიფიკატიდარეკომენდაცია;
  • სამუშაოენა – ქართული;
  • ტრენინგის ღირებულება შეადგენს 350 ლარს ერთ პერსონაზე. თუმცა, თუკი მსმენელთა რაოდენობა გადააჭარბებს 15 ადამიანს ერთი ორგანიზაციიდან, ყოველი დამატებითი მსმენელი ისარგებლებს 300 ლარამდე ფასდაკლებით.
  • ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, თქვენი CV გამოგვიგზავნოთშემდეგ მისამართზე – maia@grassgroup.org

ტრენინგს გაუძღვება Institute for Research and Education on Negotiation (ESSEC School of Business) – ის ასოცირებული წევრი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტარიელ სიხარულიძე.

ტარიელ სიხარულიძეს აქვს მოლაპარაკებების კურსის ჩატარების დიდი გამოცდილება.  კერძოდ, ჩატარებული აქვს ტრენინგ კურსები როგორც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და  ევროკომისიის საჯარო მოხელეთათვის ასევე,  სამოქალაქო სექტორისა და საფრანგეთის ESSEC -ის ბიზნეს სკოლის უმაღლესი განათლებისა და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის.  

ტარიელ სიხარულიძე არის ილია უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მფლობელი და ESSEC ბიზნეს სკოლის წევრი, ESSEC-IRENE (კვლევისა და მოლაპარაკებების ინსტიტუტი). ასევე, არის  პუბლიკაციების ავტორი საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხებში. 

 

საკონტაქტო პირი/ტრენინგის მენეჯერი:  
მაია ბაღათურია (+995 599 20 23 10)
maia@grassgroup.org

maia.baghaturia@gmail.com