logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დავით ქუტიძე

150

 

FactCheck-ის რედაქტორი

 

2013 წლიდან დავითი არის FactCheck-ის რედაქტორი. სხვადასხვა დროს ასრულებდა ანალიტიკოსისა და პროექტის კოორდინატორის მოვალეობებს. 2009-2011 წლებში დავითი მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა ბეჭდურ მედიასაშუალებაში. 2015 წლიდან დღემდე არის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

მონაწილეობდა Deutsche Welle Academie-ს მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო სიმპოზიუმში მედია სამართლის საკითხებზე. გავლილი აქვს ტრენინგ-კურსები საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის, ჟურნალისტური ეთიკისა და უმცირესობების გაშუქების კუთხით.  2014 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით. ფლობს  უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს მასობრივ კომუნიკაციასა და მედიის კვლევებში. ასევე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს, ჟურნალისტიკის სპეციალობით.