ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო მმართველობის მიმართულება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ანალიტიკოსი
ეგნატე არის FackCheck-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ანალიტიკოსი. ასევე, მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო მმართველობის საკითხებზე. აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. 2017 წლიდან სწავლობს საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო მმართველობის (ადგილობრივი თვითმმართველობა) სამაგისტრო პროგრამაზე. დამთავრებული აქვს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი.