logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გია ჯაფარიძე

150

 

უფროსი მკვლევარი

 

გაიოზ ჯაფარიძე არის ყოფილი დიპლომატი. ამჟამად საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის პროფესორი, ასევე საქართველოს რეფორმების ასოციაციის უფროსი მკვლევარი. კარიერის განმავლობაში წარმოადგენდა საგარეო საქმეთა სამინისტროს  სხვადასხვა რანგში. მათ შორის, საქართველოს საელჩოს საკონსულო ოფიცერი და მრჩეველი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ევროპის საქმეთა დეპარტამენტის ბალკანეთის ქვეყნების სამმართველოს მრჩეველი, პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი შემსრულებელი და დიპლომატიური მისიის უფროსის მოადგილე, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი შემსრულებელი და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი. განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ათენის უნივერსიტეტში. მისი სწავლის სფერო მოიცავს კლასიკურ ფილოლოგიას, საერთაშორისო ურთიერთობებს, პოლიტიკურ თეორიას, საერთაშორისო სამართალს, ევროპულ ინტეგრაციას და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას.